Saturday, March 5, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს საბოლოო სახე მივეცით ჩვენს პორტფოლიოს. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები. მივეცით დადებითი შეფასებები, რადგან ნამდვილად დავრწმუნდით, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ეს ტრენინგი ჩვენთვის. აქ  ბევრ სიახლეს გავეცანით, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. მადლობა ჩვენს მწვრთნელს ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილს შესანიშნავი ტრენინგისათვის. სასურველია მსგავსი ტრენინგები ჩატარდეს უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტით სწავლებისას. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.შედეგების უკეთ მისაღწევად. განვიხილეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს, როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენი პროექტები ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ გაზეთი

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების ხერხები და მეთოდები. დავიწყეთ მზადება ფასილიტაციისათვის. დღე იყო ნამდვილად ნაყოფიერი და სასარგებლო.

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღე საინტერესო და დატვირთული გამოდგა. შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაცია, გაზეთი. განვიხილეთ შეფასების გეგმების დახვეწისა და შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. გავაკეთეთ რეფლექსია.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაციები

თბილისი


 

ლონდონი






ოზურგეთი




ვაშინგტონი