Saturday, March 5, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს საბოლოო სახე მივეცით ჩვენს პორტფოლიოს. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები. მივეცით დადებითი შეფასებები, რადგან ნამდვილად დავრწმუნდით, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ეს ტრენინგი ჩვენთვის. აქ  ბევრ სიახლეს გავეცანით, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. მადლობა ჩვენს მწვრთნელს ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილს შესანიშნავი ტრენინგისათვის. სასურველია მსგავსი ტრენინგები ჩატარდეს უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტით სწავლებისას. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.შედეგების უკეთ მისაღწევად. განვიხილეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს, როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენი პროექტები ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ გაზეთი

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების ხერხები და მეთოდები. დავიწყეთ მზადება ფასილიტაციისათვის. დღე იყო ნამდვილად ნაყოფიერი და სასარგებლო.

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღე საინტერესო და დატვირთული გამოდგა. შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაცია, გაზეთი. განვიხილეთ შეფასების გეგმების დახვეწისა და შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. გავაკეთეთ რეფლექსია.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაციები

თბილისი


 

ლონდონი






ოზურგეთი




ვაშინგტონი




 

პროექტის ფარგლებში მომზადებული ბროშურა _ ნიუ იორკი

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე  საკმაოდ დატვირთული იყო.     შევისწავლეთ ინტერნეტით  სარგებლობა   სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და გამრავალფეროვნებისათვის,  ასევე გავეცანით როგორ  გამოვიყენოთ   საავტორო უფლებებით   დაცული  მასალები   სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით,შევისწავლეთ  ძიების  სისტემის  ეფექტური  გამოყენება  სასარგებლო   ონლაინმასალების   მოპოვების   უზრუნველსაყოფად.   თანამშრომლობითი  დოკუმენტები   მო გვცემს პროექტებზე  მუშაობის  შესაძლებლობებს,

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღგ

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა.მოვიფიქრეთ როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდები ჩვენს პროექტში. განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა ,  შესაბამისი სტრატეგიების გამოყენების გზებზე.შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე რესურსების ჩანართის ჯგუფში წავიკითხეთპროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება. წავიკითხეთ და გავიაზრეთ  ტოგორც განმავითარებელი. ისე განმსაზღვრელი შეფასების  ფორმები  კონკრეტული ხუთი მიზნით. დღე იყო დატვირთული. მაგრამ სასარგებლო.
 .

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღე იყო ძალიან საინტერესო.გავეცანით პროექტის დაგეგმვის ხერხებს.
გამოვავლინეთ  სტანდარტით განსაზღვრული შედეგები.
დავსახეთ სასწავლო მიზნები.
გამოვკვეთეთ  საკვანძო კითხვები.
შევადგინეთ გეგმის მონახაზი.

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

შევქმენი სასწავლო პროექტის პორტფოლიო. მივიღე სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია. დავიწყე პროექტზე მუშაობა. ვნახეთ ნიმუშები. იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ როგორ მოამზადონ მოსწავლეებმა პუბლიკაციები, პრეზენტაციები.

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
დავათვალიერეთ წარმატებული პროექტები მასწავლებელთა ბლოგებზე.
შევადგინეთ მუშაობის გრაფიკი.
დავგეგმეთ ხვალინდელი ტრენინგი.